რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის მეტროპოლიტენის დირექტორმა დიმიტრი პეგოვმა განაცხადა, რომ ის ხშირად მეტროს ჩვეულებრივი ვაგონით მგზავრობს და არ იყენებს უფლებას, ისარგებლოს მემანქანის კაბინით.
მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც მის თანამშრომლებს და მოსკოვის მეტროს ხელმძღვანელ პირებს ავალდებულებს, ხშირად ჩავიდნენ მეტროში და სამსახურში ჩვეულებრივ მგზავრებთან ერთად იარონ.
,,საჭიროა, პირადად ნახოთ და გაიგოთ, რა ხდება თქვენს დაქვემდებარებულ უწყებებში, როგორ მიმდინარეობს მუშაობა, რა არის გამოსასწორებელი ან გადასაკეთებელი."- არწმუნებს თანამშრომლებს პეგოვი.
,,პირადად მე, სამსახურში მეტროთი დავდივარ, ყოველდღიურად ჩავდივარ მიწისქვეშა სადგურზე და თითქმის, 35 წუთი ვმგზავრობ. თანაც ერთი სადგურიდან მეორეზე გადასვლაც მიწევს." - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ იშვიათად სარგებლობს მემანქანის კაბინით.
მასალის გამოყენების პირობები