ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ნუსხა გამოაქვეყნა. გამოცემა აღნიშნულ რეიტინგს ყოველ წელს აქვეყნებს და როგორც ირკვევა, Apple-ის ფრენდის ფასი 124,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ბრენდის ღირებულება 19 %-ითაა გაძვირებული. "ჩეკბეჩილი ვაშლის" ახალმა პროდუქტებმა და ბაზარზე გაყიდვების ზრდამ, ბრენდის ფასსზეც შესაბამისი ასახვა პოვა.
Forbes-ის რეიტინგში მეორე პოზიციაზე Microsoft-ია, რომლის ბრენდიც 63 მლრდ დოლარადაა შეფასებული. რაც შეეხება Google-ს ის მესამე პოზიციაზეა და ბრენდის ღირებულება 56,6 მლრდ დოლარს შეადგენს.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა Coca-Cola (56,1 მლრდ დოლარი, მეხუთე ადგილზე კი IBM (47,9 მლრდ).
რაც შეეხება კორეულ Samsung-ს ის მეშჭვიდე ადგილს დასჯერდა. დღეისათვით Samsung-ის ბრენდი 35 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
რაც შეეხება Cisco-სა და Intel-ს ისინი მე-12 და მე-13 ადგილს დასჯერდნენ. რაც შეეხება Facebook-ს ის მხოლოდ მე-18 პოზიციაზეა.