მოსკოვში მორიგი ანტიპუტინისტური აქცია გაიმართა. ხელისუფლების პოლიტიკა ასობით აქტივისტმა კრემლთან გააპროტესტა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ისინი სპეციალური ავტობუსებით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ანალოგიური აქციები რუსეთის დედაქალაქში ყოველი თვის 6 რიცხვში იმართება. აქციის ორგანიზატორები სოლიდარობას 2012 წლის 6 მაისს დაკავებულ ასობით ადამიანს უცხადებენ.