პუტინი ნავთობის გაიაფების მიზეზებზე საუბრობს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების ვარდნა შესაძლოა რამდენიმე ქვეყნის მიერ იყოს ინსპირირებული, რომლებიც ამ ინსტრუმენტს, ტრადიციულად, კრიზისების დროს იყენებენ. კონკრეტული ქვეყნების დასახელებისგან პუტინმა თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ შავი ოქროს გაიაფებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.
მასალის გამოყენების პირობები