რუსეთისთვის მისტრალის ტიპის სამხედრო გემების გადაცემის პირობებზე შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული ჯერ კიდევ არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა. მანამდე კი სპეციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ლავროვის უწყების განმარტებით, მოსკოვს პარიზისგან კონტრაქტის გაუქმების, შეჩერების ან გადადების შესახებ არ მიუღია. გასულ კვირას რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისტრალების გადაცემა 14 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, ოფიციალურმა პარიზმა არ დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები