კოალიციური ძალები ისლამისტთა პოზიციებს ბომბავენ. ამერიკულმა ავიაციამ საჰაერო დარტყმები სირიის ჩრდილო-დასავლეთით დაჯგუფება "ხორასანის" პოზიციებზე განახორციელა. წერტილოვანი დარტყმების შედეგად ჯიჰადისტთა 5 ობიექტი განადგურდა. სხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. "ხორასანის" დაჯგუფება სირიაში "ალ-ქაიდას" ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები