დღეს, 7 ნოემბერს, 19:30 საათზე, თიბისი არტ გალერეა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ბრინჯაოს ჭვირული ბალთების უნიკალურ კოლექციას უმასპინძლებს.
გამოფენაზე სახელწოდებით „ბრინჯაოდან თიბისიმდე" წარმოდგენილი იქნება საქართველოში, ზემო რაჭის რეგიონში აღმოჩენილი 18 ისტორიული არტეფაქტი, რომლებიც ძვ.წ.-ის VIII-VI და ახ.წ.აღ-ის I-III საუკუნეებით თარიღდება.
ბანკის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ონის სამუზეუმო ექსპონატები კერძო საგამოფენო სივრცეში იფინება და ფართო საზოგადოებას საშუალება ეძლევა ისინი თბილისში იხილოს.