ეკატერინბურგში ანდრეი მაკარევიჩის კონცერტის ჩაშლა გააპროტესტეს. ლეგენდარული „მაშინა ვრემენის" სოლისტის მხარდასაჭერად ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები შრომის მოედანზე შეიკრიბნენ და გიტარის აკომპანირებით მაკარევიჩის ცნობილი ჰიტები შეასრულეს. კონცერტი, სახელწოდებით „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის" ეკატერინბურგში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ქალაქის მერიამ უკვე შეთანხმებული ღონისძიება გააუქმა.
მასალის გამოყენების პირობები