უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი შემადგენლობით მუშაობა, შესაძლოა, 1-ელ დეკემბრიდან დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ახალი კოალიციის ფორმირება სავარაუდოდ თვის ბოლომდე დასრულდება. მანამდე კი კოალიციაში შემავალი ძალები ე.წ. „კოალიციური შეთანხმებას"გააფორმებენ, რომელშიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები იქნება გაწერილი.