ავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ „შავი ოქროს" ფასი 2015 წლის მეორე ნახევარში მოიმატებს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სალემ ალ ბადრიმ განაცხადა. მისივე თქმით, ნავთობზე დაბალი ფასები სავარაუდოდ 7-8 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. „ნავთობის ღირებულების ვარდნა სპეკულაციურ ხასიათს ატარებს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ და ფასების მატებას მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ველოდით,"-განაცხადა ალ ბადრიმ.
მასალის გამოყენების პირობები