რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 25 დან 31 ოქტომბრამდე 10,5 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკი იტყობინება. ამ დროისათვის რეზერვების საერთო მოცულობა 443,8 მილიარდს შეადგენს. ფინანსური ექსპერტები საერთაშორისო რეზერვების შემცირებას რუბლის კურსის ვარდნით ხსნიან, რის გამოც რუსეთის ბანკი იძულებული გახდა სავალუტო ბაზრის ინვესტირების მიზნით 13,37 მილიარდი დოლარი გაეყიდა. ბოლოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 450 მილიარდ დოლარზე დაბლა 2010 წელს დაეცა.
მასალის გამოყენების პირობები