„ფეისბუკი" საქველმოქმედო აქციას იწყებს. სოციალური ქსელში დღეიდან სპეციალური ფანჯარა გაიხსნება, რომლის მეშვეობითაც „ფეისბუკის" მომხმარებლებს ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდში სასურველი თანხის გადარიცხვა შეეძლებათ. აქცია „ფეისბუკის" დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის ინიციატივით იმართება, რომელმაც ებოლის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 25 მილიონი დოლარი გადარიცხა. ანალოგური აქცია „ფეისბუკმა" გასულ წელსაც მოაწყო, როდესაც ფილიპინებზე ქარიშხლის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური ფანჯარა შექმნა.