მასშტაბური საპროტესტო აქცია ბრიუსელში. ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში გამოსულმა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საპენსიო ასაკის გაზრდა გაპროტესტა. აქცია ადგილობრივმა პროფკავშირებმა ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს დააანონსა და მთავრობა ანტისოციალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის, აქციის ორგანიზატორები პერმამენტული გაფიცვებითა და მანიფესტაციებით იმუქრებიან.