დონბასში ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ამის შესახებ რუსეთის სახალხო არტისტმა იოსიფ კაბზინმა განაცხადა.
„მე საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ იდგა ხმის მისაცემად მისული ხალხი რიგში 4-5 საათი. ამით საერთაშორისო დამკვირვებლებიც შოკირებულნი იყვნენ. და როდესაც არსებობს ასეთი ენთუზიაზმი და სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, როგორ არ უნდა გავითვალისწინოთ 2,5 მილიონი ამომრჩევლის აზრი?"-განაცხადა კობზონმა.
იოსიფ კობზონი ანტიუკრაინული პოზიციისა და ქმედებებისთვის კიევმა ცოტა ხნის წინ „პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა.