ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი ედუარდ სნოუდენზე ფილმს გადაიღებს. ამ მიზნით ოსკაროსანი რეჟისორი მოსკოვს ეწვია. ფილმის სცენარი სნოუდენის რუს ადვოკატს, ანატოლი კუჩერენას ეკუთვნის, რომელმაც პიესაში საკუთარი კლიენტის ისტორია აღწერა. ფილმი, პირობითი სახელწოდებით „რვაფეხას დრო" ამერიკის ხელისუფლებისგან შევიწროვებულ საიდუმლო სამსახურის აგენტზე მოგვითხრობს, რომელმაც რუსეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. სცენარის ეკრანიზაციის უფლება კუჩერენმა ოლივერ სტოუნს მისცა.