ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთს ეწვია. იენს სტოლტენბერგმა ქაბულში ავღანეთის საწრთვნელი ბაზა მოინახულა და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვითაც მიმართა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დადო იმის პირობა, რომ ალიანსის ინსტრუქტორები ქვეყანაში მას შემდეგაც დარჩებიან, რაც ნატო ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს დაასრულებს. ავღანეთში გენერალური მდივნის რანგში ეს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია.