პოლონეთი შეეცდება, სხვადასხვა სფეროში, რუსეთთან ურთიერთობა შეძლებისდაგვარად შინარჩუნოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ სეიმის სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილებოდა.
,,უკრაინის კონფლიქტმა, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, გავლენა პოლონეთისა და რუსეთის ურთიერთობაზეც იქონია, მაგრამ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტებს შეძლებისდაგვარად შევინარჩუნებთ." - აღნიშნა სხეტინამ. თუმცა იქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლონეთის აქტივობა ამ საკითხისადმი ევროკავშირის დამოკიდებულებასთან შესაბამისი იქნება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის კრიზისის მიღმა, რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობაზე სმოლენსკის ავიაკატასტროფის სამართლიანი გამოძიება, თვითვმფრინავის ნარჩენების პოლინეთისთვის გადაცემის და ტრაგედიის ადგილას ძეგლის აღმართვის საკითხებიც აისახება.
მასალის გამოყენების პირობები