დონეცკის 63-ე სკოლასთან მომხდარი აფეთქების ფაქტს ეუთოსთან ერთად რუსეთის საგამოძიებო სამსახურიც გამოიძიებს. რუსული მხარის მტკიცებით, აეროპორტთან მდებარე სკოლას ცეცხლი უკრაინული პოზიციებიდან გაუხსნეს, ოფიციალური კიევის მტკიცებით კი საარტილერიო ცეცხლი სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი მაკეევკის რაიონიდან გაიხსნა.
ერთ-ერთი ჭურვი სკოლის ეზოში იმ დროს ჩავარდა, როდესაც მოსწავლეები მოედანზე ფეხბურთს თამაშობდნენ. აფეთქებამ 2 მათგანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ბინ ლადენის მკვლელის ვინაობა დადგენილია.