იუსტიციის მინისტრს, იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშია საქართველოს პროკურატურა, უნდა მიეცეს სამართლებრივი ბერკეტები, რომ მთავარ პროკურორს არ უწევდეს პოლიტიკურ საკითხებზე განმარების მიცემა, - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც მთვავრობაში განვითრებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
"ამ პროცესში, გამოიკვეთა ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზეც ჩვენ პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ. საქმე ეხება სამართალდამცავი სისტების, კერძოდ, პროკურატურის უკეთ დაცვას, პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩენისაგან. ამ მიმარულებით, ძალიან მალე გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რომ იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრს, იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშია საქართველოს პროკურატურა, მიეცეს სამართლებრივი ბერკეტები, რომ მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეებს, არ უწევდეთ პოლიტიკურ საკითხებზე განმარების მიცემა ან პოზიციების დაფიქსირება, რაც არ არის სასარგებლო არც მართლმსაჯულებისთვის და არც პოლიტიკური პროცესებისთვის. ამ კონკრეტულ მოვლენათა განვითარების ჯაჭვში ეს იყო ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და გავაგრძელოთ მუშაობა", - განცახდა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტია" და პირადად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პარტნიორებთან ერთად ფუნდამენტურ და სერიოზულ საკითხებზე მუშაობას გაგრძელებს.