სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, რომელმაც ამ პოსტზე შტეფან ფულე შეცვალა, 6 ნოებერს კიშინოვში გამართულ შეხვედრაზე მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
,,ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება მოლდოვის ევროპასთან ურთიერთობის საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შედეგები და მთლიანი ვითარება რეგიონში." - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
პროგრამის მიხედვით ჰანი მოლდოვის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს არის იოჰანეს ჰანის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ.
მასალის გამოყენების პირობები