ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი სანქციები ამ ეტაპისთვის უცვლელი რჩება.
ამის შესახებ იუნკერმა ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
,,ჩემის აზრით, დაწესებული სანქციები დარჩება იმ სახით, რა სახითაც დღეისთვის არსებობს. " - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და იქვე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ევროკავშირის ქვეყნების პოზიციის შეცვლა სამომავლოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აღმოსაველთ უკრაინაში.
როგორც ცნობილია, რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების განხილვას ევროსაბჭო 17 ნოემბერს აპირებს.