ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით უკვე მიმართა. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენს" თავად პეტრიაშვილმა განუცხადა.
,, დიახ მივმართე პრემიერს განცხადებით", _განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
,, მე ასევე ხვალ მივმართავ პრემიერ-მინისტრს შესაბამისი განცხადებით ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ჩემი თხოვნით", _განაცხდაა პეტრიაშვილმა გუშინ ,,მაესტროს" ეთერში.