"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის განმარტებით, თუ კი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თანამდებობიდან გადადგება, მაშინ მისი სავარძელი დემურ ბაშელეიშვილი უნდა დაიკავოს. როგორც ირკვევა, დემურ ბაშელეიშვილი პარლამენტში ფრაქცია "მრეწველების" წევრია.
"თუ ფანჯიკიძეს ეყო გამბედაობა და გადადგა მე მსურს რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტრი უაღრესად სერიოზული და შესაფერისი ბიოგრაფიის მქონე პარლამენტარი დემურ ბაშელეიშვილი იყოს. საკუთარი გუნდის არსისა და რაობის ასე კარგად წარმომდგენი მინისტრის პოვნა ბატონბიძინას გაუჭირდება", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
ამ დროისათვის დემურ ბაშელეიშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ასევე არის საგარეო ურთიერთობათა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი.