პატრიარქ კირილის თქმით, ეკონომიკური სანქციები რუსეთს ვერაფერს დააკლებს. თანამემამულეებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა ეროვნული ერთიანობის დღეს მიმართა.
„სანქციებს რუსეთს იმიტომ უწესებენ, რომ რუს ხალხს უიმედობის შეგრძნობა ჩაუნერგონ. როდესაც იქმნება ეკონომიკური პრობლემები, იკლებს ეროვნული თვითშეგნება და ადამიანები უფრო მეტად საკუთარ თავზე ფიქრობენ. სწორედ ამისკენ არის მიმართული დასავლური სანქციები, მაგრამ რუსეთს მტერი ვერასდროს აშინებდა. ჩვენ მათ ყოველთვის ვამარცხებდით,"-განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.