დონეცკში დეფაქტო ლიდერის ინაუგურაცია გაიმართა. ალექსანდრ ზახარჩენკომ დეფაქტო რესპუბლიკის ერთგულება ბიბლიაზე დაიფიცა. ამის შემდეგ მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რომან ლიაგინმა რესპუბლიკის მეთაურის უფლებამოსილება ოფიციალურად მიანიჭა. ცერემონია დონეცკის დრამატულ თეატრში შედგა.
ალექსანდრ ზახარჩენკო წარსულში ელექტრომექანიკოსად მუშაობდა, რის შემდეგაც საკუთარი ბიზნესით იყო დაკავებული. საომარი მოქმედებების დაწყებიდან ის ამბოხებულთა დაჯგუფება „ოპლოტს" მეთაურობდ, აგვისტოში კი დეფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. 2 ნოემბერს ის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერად აირჩიეს.