უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუს მსახიობ მიხაილ პორეჩენკოვის მონაწილეობით 69 ფილმისა და სერიალის ჩვენება აკრძალა. შესაბამისი რეკომენდაციით კიევს კულტურის სამინისტრომ, უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ და კინემატოგრაფისტთა კავშირმა მიმართა. აკრძალულ ფილმებს შორის რუსული სერიალები: „ბანდიტური პეტერბურგი- სანქციების მიზეზად კიევი პოროჩენკოვის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის უპატივცემულობას და ტერორისტების მხარდაჭერას ასახელებს. ცნობილი რუსი მსახიობი 30 ოქტომბერს დონბასს სტუმრობდა. მსახიობი სეპარატისტთა პოზიციებსაც ეწვია და უკრაინული პოზიციების მიმართულებით ტყვიამფრქვევიდანაც ისროლა.