რუსეთი შესაძლოა მისტრალების გარეშე დარჩეს. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ხომალდებით კანადა დაინტერესდა. გაზეთ „ლე მონდის" მტკიცებით, კანადა საკუთარი სამხედრ-საზღვაო ფლოტის მოდერნიზაციას იწყებს, რისთვისაც 28 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს. არ არის გამორიცხული, რუსეთისთვის განკუთვნილი მისტრალის ტიპის ორი ვეტმფრენმზიდი კანადამ შეიძინოს, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ კანადაში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს გემთმშენებელ კომპანია DCNS-ის მრჩეველიც ახდა. სწორედ ეს კომპანია აშენებს რუსეთისთვის 2 სამხედრო ხომალდს, თუმცა დასავლეთის სანქციების გამო კონტრაქტის შესრულების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
მასალის გამოყენების პირობები