უკრაინის საზღვრისკენ რუსული ჯარები გადაადგილდებიან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორგინატორ ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი კვლავაც განაგრძობს სეპარატისტების მხარდაჭერას, რაც ამბოხებულთა სამხედრო მომზადებასა და მათი იარაღთ მომარაგებაში გამოიხატება.
გარდა ამისა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სპეცსამსახურებიც აქტიურად მუშაობენ.