უკრაინის არმიაში ახალი სამხედრო ნაწილების ფორმირება დასრულდა, რომლებმაც მარიოპულზე, ხარკოვზე, ბრიანსკსა და დნეპროპეტროვსკზე შესაძლო შეტევა უნდა შეაჩერონ. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში საფორტიფიკაციო შენობებიც აიგება, რისთვისაც არმია შესაბამის აღჭურვილობას უკვე იღებს.
„ჩვენ სამშვიდობო გეგმის მომხრე ვართ და მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ვასრულებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა პესიმისტური სცენარისთვის არ უნდა მოემზადოს,"-განაცხადა პოროშენკომ.