დონეცკსა და ლუგანსკში გამართული დე-ფაქტო არჩევნები უკრაინაში დაწყებულ სამშვიდობო პროცესებსა და უკრაინა-რუსეთის დიალოგზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ დონბასის ე.წ. არჩევნები არალეგიტიმურია და უკვე დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შეჰყავს. და ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტ პოროშენკოს დამსახურებით მინსკის ფორმატი შედგა და სპეციალური პროტოკოლიც იქნა მიღებული,"-განაცხადა მოგერინიმ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება ევროკავშირისთვის თვითმიზანი არ არის, რადგანაც ბრიუსელი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზეა კონცენტრირებული. სანქციები კი, მოგერინის თქმით, ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია.
მასალის გამოყენების პირობები