ბელარუსში სიკვდილით კიდევ ერთი ადამიანი დასაჯეს. სასჯელის უმაღლესი ზომა ალექსანდრ გრუნოვს სტუდენტი გოგონას მკვლელობისთვის მიუსაჯეს. მკვლელობა 2012 წელს ქალაქ გომელში მოხდა. 22 წლის გოგონას გრუნოვი ინსტიტუტთან დახვდა და დანით 100-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. 2014 წელს ეს ბელარუსში სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მესამე შემთხვევაა.
მასალის გამოყენების პირობები