დონეცკის გარკვეული რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის ჩამორთმევა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კიევს აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განახლება სურს. ამის შესახებ პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველმა ოლეგ მედვედევმა განაცხადა. მისივე განმარტებით, უკრაინის ხელისუფლება კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა და სამხედრო კონფრონტაცია არ სურს.
დონბასის ცალკეული რაიონებისთვის მინიჭებული ე.წ. „განსაკუთრებული სტატუსის" გაუქმების საკითხი პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენა. ამის მიზეზი 2 ნოემბერს დონბასში ჩატარებული დეფაქტო არჩევნები გახდა.