დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერი უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის. ამის შესახებ მან რუს ჟურნალისტებს განუცხადა. ალექსანდრ ზახარჩენკოს თქმით, თუ პოროშენკო მასთან შეხვედრას მოინდომებს, ის მოლაპარაკების წინააღმდეგი არ იქნება.
ზახარჩენკო, რომელიც დღემდე დეფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, 2 ნოემბრის არჩევნებზე დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერად აირჩიეს, თუმცა კიევი არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს.
მასალის გამოყენების პირობები