მექსიკაში არმიის გენერალი მოკლეს. რიკარდო სესარა ნუევო-ლეონოში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. თავდასხმისას მანქანაში გენერლის ცოლიც იმყოფებოდა, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები მიიღო. ექიმებმა ვერც მისი გადარჩენა შეძლეს. ექსპერტიზის დასკვნით, გენერლის მანქანის მიმართულებით 100-მდე გასროლა განხორციელდა.
რიკარდო სესარა ვილიარიალის მკვლელობა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. მექსიკის ჩრდილოეთში ნარკოკარტელების წინააღმდეგ მან რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა.