კეტრინ ეშტონის შემცვლელი პალესტინის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. რამდენიმე ევროპული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ ღიად განაცხადა, რომ რუკაზე ახალი სახელმწიფოს, პალესტინის გაჩენით ბედნიერი იქნებოდა.
„მნიშვნელოვანია პალესტინის სუვერენიტეტი რაც შეიძლება მეტმა ევროპულმა სახელმწიფომ აღიაროს. ბედნიერი ადამიანი ვიქნები, თუ ჩემი პოლიტიკური უფლებამოსილების ამოწურვამდე პალესტინა დამოუკიდებლობას მიიღებს,"-განაცხადა მოგერინიმ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პალესტინის დამოუკიდებლობა გასულ კვირას ევროკავშირის წევრმა პირველმა სახელმწიფომ შვედეთმა აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები