თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილის მზადაა განმეორებით დაიკითხოს, -ამის შესახებ "ჯი-ეიჩს" ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ პროკურატურის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურა თავისმართლების რეჟიმშია.
"ბატონმა ალექსანდრემ პროკურატურის შეკითხვებს გასცა ამომწურავი პასუხები. უბრალოდ, გამოძიებისათვის შესაძლოა ეს პასუხები არ იყოს სასურველი, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. პროკურატურა თავისმართლებისნ რეჟიმმშია. ისინი გვთვაზობენ, ჩვენი სურვილის შემთხვევაში განმეორებით დაკითხვას. პროკურატურას აქვს უფლება დაგვიბაროს, ხოლო ჩვენ ვალდებულება გვაქვს გამოვცხადდეთ დაკითხვაზე", - განაცხა სამუშიამ.
ადვოკატის თქმით, გუშინდელი დაკითხვის შემდეგ დაცვის მხარის მიერ შედგენილ შენისშვნის ოქმში დაფიქსირებულია, რომ ბატიაშვილი მზადაა ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ითანამშრომლოს გამოძიებასთნ და ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.
შეგახსენებთ, გუშინდელი დაკითხვის შემდეგ, ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ დაკითხვა დაღვევებით მიმდინარეობდა და დაცვის მხარის შენიშვნები დაკითხვის ოქმში არ აისახა, რის გამოც ბატიაშვილმა ოქმს ხელი არ მოაწერა.
ადვოკატის ბრალდების საპასუხო განცხადება გაავრცელა მთვარმა პროკურატურამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბატიაშვილს არ აღმოაჩნდა პასუხები დასმულ კითხვებზე.
ამასთან, მთვარი პროკურატურა სთავაზობს მოწმე ალექსი ბატიაშვილს განმეორებით დაკითხვას და მისი ახალი დაკითხვის პროცესის დაფიქსირება მოხდეს აუდიო-ვიდეო გადამღები საშუალებების გამოყენებით.
"დაკითხვა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ყველა პროცედურის დაცვით 8 საათის განმავლობაში, ვინაიდან გამოძიებას ჰქონდა ბევრი კითხვა ა.ბატიაშვილის მიმართ. თუმცა საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა ამ უკანასკნელს არ აღმოაჩნდა პასუხები დასმულ კითხვებზე. დაკითხვის დასრულებისას მოწმე ალექსი ბატიაშვილმა გამოიჩინა გაურკვეველი დამოკიდებულება და უარი განაცხადა მის მიერვე მიცემული ჩვენების საფუძველზე შედგენილი დაკითხვის ოქმის ხელმოწერაზე. გამომძიებელმა მას და მის ადვოკატს მისცა საშუალება დაეფიქსირებინათ დაკითხვის ოქმზე შენიშვნა ხელმოწერაზე უარის მიზეზების დასაფიქსირებლად, რის შემდეგაც მოხდა დაკითხვის პროცესის დასრულება, ვინაიდან იწურებოდა დაკითხვისთვის კანონით განსაზღვრული 8-საათიანი ვადა.
მოწმე ა.ბატიაშვილის ადვოკატის განცხადება დაკითხვის პროცესში დარღვევების შესახებ არის სრულიად გაუგებარი, მითუმეტეს თვითონვე ვერ მიუთითებს დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. მთავარი პროკურატურის აზრით მოწმე ა.ბატიაშვილი არ აღმოჩნდა მზად პასუხები გაეცა გამოძიების კითხვაზე, სწორედ ამიტომ მათ მიმართეს მსგავს ტაქტიკას.
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარი პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მოხდეს ალექსი ბატიაშვილის მოწმის სახით განმეორებით დაკითხვა, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ ის უფრო მომზადებული შეხვდება გამომძიებელს, ვინაიდან გამოძიების კითხვები მისთვის უკვე ცნობილია.
აქვე გამოძიება სთავაზობს მოწმე ალექსი ბატიაშვილს, მისი ახალი დაკითხვის პროცესის დაფიქსირება მოხდეს აუდიო-ვიდეო გადამღები საშუალებების გამოყენებით, რათა შემდგომში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი სპეკულაციები", -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.