ამერიკული კომპანია Bio-Rad 55 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. კომპანიის ხელმძღვანელობას ბრალი უცხო ქვეყნების მაღალჩინოსანთა მოსყიდვაში ედებათ. აშშ ფასიანი ქაღალდების კომისიის მტკიცებით, კომპანიის თანამშრომლები უცხოელ მაღალჩინოსნებს სოლიდურ თანხებს უხდიდნენ. მთლიანობაში მათ ქრთამის სახით 7,5 მილიონი დოლარი გადაიხადეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, Bio-Rad საკუთარი ინტერესების დასაცავად ქრთამს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც უხდიდა.