აფრიკის კავშირი ბურკინა-ფასოს არმიას ახალ ულტიმატუმს უყენებს. ქვეყნის სათავეში მოსულმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ხელისუფლება სამოქალაქო პირებს ორი კვირის ვადაში უნდა გადააბარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბურკინა-ფასოს მკაცრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ. ვითარება ქვეყანაში პრეზიდენტ კამპაორეს გადადგომის შემდეგ დაიძაბა, როცა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ისააკ ზიდა გამოაცხადეს. ხელისუფლებაში გენერლების მოსვლას ბურკინა-ფასოში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები