თურქული გაზეთის ,,ფოსტას" კორესპონდენტი ერქან ოზერმანი საფრანგეთში თურქეთის ელჩის ჰაკკე აკილიას მეშვეობით დაუკავშირდა მომღერალს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
სწორედ თურქეთის ელჩმა გადასცა შარლ აზნავურს პრიზი ,,ოქროს ჩინარი", რომელიც მას თურქეთის ქალაქ იზმითის მოსახლეობამ მიანიჭა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია კი 4 ნოემბერს სტამბულში გაიმართება.
შარლ აზნავურის თქმით, წარმოშობით იზმითელი დედამისი ცოცხალი რომ ყოფილიყო და ეს ჯილდო ენახა, ძალიან გაიხარებდა.
თურქული გამოცემა შეგვახსენებს, რომ 1924 წელს პარიზში დაბადებული შარლ აზნავურის დედა საფრანგეთში სწორედ თურქეთის ქალაქ იზმითიდან ჩავიდა, ხოლო მამა - საქართველოდან.
მასალის გამოყენების პირობები