არ მგონია „სახალხო პარტიაზე" იყოს ევროპაში ყველაფერი დამოკიდებული, - ასე უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, ევროპის "სახალხო პარტიის" საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ ოპონენტების მიმართ პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პარტიამ შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი არ დაუჭიროს.
„მე არ მგონია „სახალხო პარტიაზე" იყოს ყველაფერი ევროპაში დამოკიდებული. იცით ევროპულ ქვეყნებს ჩვენთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულებაც აქვთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს უახლოეს მომავალში გახდეს იმ დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. რაც შეეხებათ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისინი არიან ჩვეულებრივი დამნაშავეები. თუ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ იმ ადამიანების ჩადენილ დანაშაულზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობეს იკავებდნენ, მაშინ, მე არ გამოვრიცხავ, რომ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ანალოგიური გააკეთონ ჩვენმა მაღალ თანამდებობებზე მყოფმა პირებმაც. კანონის წინაშე ყველა ერთია", - განაცხადა კალაძემ.
ამის შესხებ, განცხადება კახა კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.