რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებაზე დასასწრებად ყირიმელ წარჩინებულ მოსწავლეებს მიიწვევენ. კრემლის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმს ყირიმელ ბავშვებთან ერთად მათი თანატოლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც დაესწრებიან.
პირველი საახალწლო ზეიმი კრემლში 26 დეკემბერს გაიმართება.
საზეიმო ღონისძიებების ჩასატარებელ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ჩართული.
ტრადიციის მიხედვით, საკათედრო ტაძრის მოედანზე 20 დეკემბრისთვის ცოცხალ ნაძვს მორთავენ. საახალწლო ნაძვის ხის შესარჩევი ,,კანდიდატებისთვის" სავალდებულოა საუკუნოვანი ხნოვანება და სიმაღლე 30 მეტრი და ზემოთ.
ამჟამად არჩევანი შვიდ ნაძვს შორის კეთდება, რომელთა შორის საუკეთესოც 16-18 დეკემბრისთვის მოსკოვის გარეუბნიდან მის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები