რამდენიმე საათში გაირკვევა მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეს.
სასამართლოს 72-საათიანი ვადა დღეს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარე დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება ამ ფორმის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისთვის.
თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე.