არგენტინის პრეზიდენტს დიაგნოზი დასვეს. 61 წლის კრისტინა კირშნერს მწვავე ნაწლავური ინფექცია აქვს. არგენტინის ლიდერი საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით 2 დღის წინ გადაიყვანეს. კლინიკაში ის სავარაუდოდ კვირის ბოლომდე დარჩება. გასულ წელს კრისტინა კირშნერმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა. მას თავიდან ჰემატომა ამოუღეს.
მასალის გამოყენების პირობები