ლიბიაში კვლავ სროლის ხმა ისმის. შეტაკებები სამართალდამცავებსა და ისლამისტებს შორის ქალაქ ბენგაზში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. ბენგაზი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, "ანსარ შარიას"ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლება, რის გამოც ლიბიის ხელისუფლებამ ქალაქში სამხედრო შენაერთები შეიყვანა. მანმადე კი ხელისუფლებამ ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები