ნიგერიაში მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. ძლიერი აფეთქების ხმა გვიან საღამოს ქალაქ პოტისკუმის ცენტრალურ რაიონში გაისმა. წინასწარი ვერსიით, შიიტურ დასახლებაში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტს 29 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას "ბოკო ხარამის" რადიკალურ დაჯგუფებას აკისრებს.
მასალის გამოყენების პირობები