მოსკოვი დონბასში კიდევ ერთ ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლის, ოლეგ ვორონოვის განცხადებით, ჰუმანიტარული კოლონის დატვირთვა უკვე დასრულებილია და უახლოეს რამდენიმე საათში ტვირთი დონეცკსა და ლუგანსკში გაიგზავნება. ამჯერად დონბასი რუსეთისგან მედიკამენტებსა და საწვავს მიიღებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას უკვე მესამედ აგზავნის.
მასალის გამოყენების პირობები