ცნობილი რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი საქმის გადახედვას ითხოვს. განაჩენის შეცვლის მოთხოვნით მან მანჰეტენის საოლქო სასამართლოს მიმართა. პროცესზე ბრალდებულს ჰიუსტონელი ადვოკატი ალექსეი ტარასოვი დაიცავს. ბუტი 2008 წელს ტაილანდში დააკავეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში განხორციელდა. მას ბრალად კოლუმბიელ ამბოხებულთათვის იარაღის მიყიდვა ედება, რისთვისაც 25 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.