სკანდალური ინციდენტი ბულგარეთში. 38 წლის ქალმა სოფიაში პრეზიდენტის სასახლის წინ თვითმკვლელობა სცადა. მან სხეულზე საწვავი გადაისხა და თავი დაიწვა. ახალგაზრდა ქალი სხეულის უმძიმესი დამწვრობებით ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თვითმკვლელობის მცდელობის მოტივი უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები