თურქეთში გახმაურებული საქმის გადახედვა დაიწყო. 236 სამხედრო მოსამსახურის საქმეს, რომლებსაც ბრალი 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებოდათ, სასამართლო თავიდან განიხილავს. განაჩენი მათ 2 წლის წინ გამოუტანეს, თუმცა 2014 წლის ივნისში უმაღლესმა სასამართლომ ბრალდებულთა უმრავლესობა გაათავისუფლა. გენერალური შტაბის ყოფილმა მეთაურმა ჰილმი ოზკოკმა სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები