ბურკინა-ფასოში ხელისუფლებას სამოქალაქო პირი გადაიბარებს. ამის პირობას ხელისუფლების სათავეში მოსული სამხედრო მაღალჩინოსნები იძლევიან. ვიცე-პოლკოვნიკ ისააკ ზიდას განცხადებით, გარდამავალ მთავრობას ნეიტრალური პირი ჩაიბარებს, რომელსაც შეიარაღებულ ძალებთან კავშირი არ აქვს. ბურკინა-ფასოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი კამპაორე პოსტიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. ხელისუფლება კი დროებით არმიის მეთაურებმა გადაიბარეს.